ბიძინა ივანიშვილის ავტომანქანას   ქვები და ბოთლები დაუშინეს

ბიძინა ივანიშვილის ავტომანქანას ქვები და ბოთლები დაუშინეს

სიღნაღში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს  „სირცხვილის დერეფანი“  მოუწყვეს და მის ავტომანქანას ქვები და ბოთლები დაუშინეს.

„სირცხვილის დერეფნის“  მოწყობაში აქტიურად მონაწილებდა სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი.

აქტივისტები სკანდირებდნენ „წადი, წადი“,  „გაუმარჯოს მიშას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა „ქართული ოცნების“ ავტოკოლონაში მყოფ მანქანას მუშტი ჩაარტყა, რის შედეგაც შუშა ჩაიმტვრა და ახალგაზრდას ხელი გაეჭრა.

ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის , დაპირისპირების გამომწვევია ისაა, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები გაღიზიანებულები არიან, რადგან   1-ელ ოქტომბერს არჩევნებს წააგებენ.