2012 წლის 26 სექტემბერიდან 20 ნოემბრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება გამოფენა, სახელწოდებით „Reframing the 80s“ - 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ხელოვნება.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და ნიუმან პოპიაშვილის გალერეა. გამოფენის კურატორია ირინა პოპიაშვილი.
გამოფენის ყურადღების ცენტრში მოქცეულია ქართული ხელოვნების ექსპერიმენტული მიმართულებები, რომლებიც ჟანრშია განხორციელებული და კარგად გამოხატავს ხელოვნებასა და საზოგადოებას შორის არსებულ ურთიერთობებს. გამოფენის მიზანი არაა ამ პერიოდის ხელოვნების ამომწურავი სურათის აღდგენა. ის არც მოვლენების მკაცრ დოკუმენტირებას ცდილობს.