საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ვერასდროს ჩაითრევენ უკან ჩრდილოეთიდან შემოსული ბინძური ფულით და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა თავად გადაწყვეტს იმ ქვეყნის მომავალს, რომელშიც ცხოვრობს.
„ქართველი საზოგადოება თავად გადაწყვეტს, როგორი მომავალი ექნება ქვეყანას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მთავარი, რაც იქნება დადასტურებული, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება უკან და მას ვერასდროს ჩაითრევენ უკან ვერც ჩრდილოეთიდან შემოსული ბინძური ფულით, ვერც ვერანაირი პირდაპირი სამხედრო ჩარევებით, ვერც მსხვილმასშტაბიანი პროვოკაციებით თუ სხვადასხვა პარტიზანული შეტევებით. ეს არ გამოვა!", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა იცის თავისუფლების ფასი და აღნიშნა, რომ თავისუფალი დებატები არის ის, რაც მათი სიძლიერის განმსაღვრელია.
„შეუძლებელია ინიდივიდუალური უფლებების შეზღუდვით მოიპოვო თავისუფლება. ყველა კულტურაში, ყველა საზოგადოებაში, მსოფლიოს ყველა ნაწილში ადამიანები მოითხოვენ უფლებას, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ეს არასდროს არ არის ადვილი მისაღწევი. შეუთანხმებლობისა და სხვადასხვა რყევების გარეშე არაფერი მიიღწევა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმითვე, სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ ყველამ პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს. მისი განცხადებით, ძალადობა არასდროს იქნება ლეგიტიმირებული და უმრავლესობის ნება ყოველთვის უნდა აღსრულდეს.
„იარაღი, შანტაჟი და სხვა მსგავსი ღონისძიებები არასდროს იქნება უმრავლესობის სურვილი. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე, ამ შიშებზე და საფრთხეებზე არის პლურალიზმის კიდევ უფრო გავრცელება, კანონის პატივისცემის კიდევ უფრო გავრცელება. არც კი შემიძლია ვთქვა, როგორი რთულია ეს პროცესი, მაგრამ ამისი ალტერნატივა არ არსებობს",