ბიძინა ივანიშვილი: გოგა ხაინდრავას მხრიდან საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობა აბსოლუტური სისულელეა

ბიძინა ივანიშვილი: გოგა ხაინდრავას მხრიდან საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობა აბსოლუტური სისულელეა

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გოგა ხაინდრავას მხრიდან საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობა სისულელეა.

მისი თქმით, მასალა საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა და არა ჟანდარმერიამ, ამიტომ ივანიშვილს მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალები წარმოუდგენელია სარწმუნო იყო.

„თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში გამოძიება არსებობს? მიგაჩნიათ, რომ გოგა ხაინდრავას საქართველოში დესტაბილიზაციისა და შეიარაღების შემოტანა შეუძლია? ეს არის აბსოლუტური სისულელე. ეს ჟანდარმერიამ კი არა პროკურატურამ გაავრცელა", - განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა მასალა, რომელიც ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გააცნო. მისი განმარტებით, ფრანგული მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესს საკითხებს ეხება.

ზოდელავას თქმით, "კანონიერი ქურდების" ოპოზიციის წარმომადგენელთან შეხვედრის მიზანს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, "მხედრიონის" ტიპის ფორმირების შექმნა და "ქურდების" გავლენის აღდგენა წარმოადგენდა.