2012 წლის 24 სექტემბერს შეხვედრები უკვე გაიმართა ჩეხეთისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან საქართველოში, სადაც საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს წინასაარჩევნო გარემოს, პოლიტიკურ ვითარებას და საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებისა და არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელ ვიდეოკადრებს, რომლებიც ქართული მედიასაშუალებებით უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება.
შეხვედრებზე საგანგებო ყურედღება დაეთმო ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში. საუბრისას ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ადექვატური და ობიექტური როლის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
დღეს, 25 სექტემბერს, „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე შეხვედრებს იტალიისა და საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან გამართავს.