„ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ინგა გრიგოლიას ჟურნალისტიკაში დაბრუნებას და "მაესტროზე" მუშაობას სთავაზობს.
"ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას: იმ შემთხვევაში, თუ ინგა გრიგოლია წამოვა პოლიტიკიდან, "მაესტრო" მას სთავაზობს ჟურნალისტიკაში დაბრუნებას სწორედ ჩვენს არხზე. "მაესტროს" დამფუძნებლების სახელით მაკა ასათიანი და მამუკა ღლონტი." - წერს ღლონტი სოციალიურ ქსელ facebook-ის ის საკუთარ გვერდზე.
ინგა გრიგოლია “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. მან საკუთარი კანდიდატურა, გუშინ ცესკოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოხსნა, რომელიც ფოტო და ვიდეო გადაღებას უკავშირდებოდა.
"ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ - იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ”ქრისტიან-დემოკრატები” გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას", - წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქის