უახლოეს მომავალში ამერიკაში გაყიდვაში გამოვა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავისა და კალიფორნიის ექსგუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის მემუარები. მის ფურცლებზე არნოლდი მოგვითხრობს ცოლსა და უკანონო შვილზე. გასული წლის სამ იანვარს მსახიობმა პოლიტიკური თანამდებობდა დატოვა, მეორე დღეს კი, მისმა მეუღლემ ის ოჯახის თერაპევტთან გაგზავნა.
მიღებაზე წყვილი ერთად მივიდა. თერაპევტთან არნოლდმა აღიარა, რომ შინამოსამსახურისგან უკანონო შვილი ჰყავს. სპეციალისტმა მსახიობის სიტყვები საჯარო გახადა და ხმამაღლა განაცხადა, რომ წყვილი მასთან სწორედ ამ საკითხით გამოწვეული პრობლემების გამო მივიდა.
შვარცენეგერის თქმით, მეუღლისთვის ყველაფერი უფრო ადრე უნდა ეთქვა, ეს მან კარგად იცის, თუმცა ამ ფაქტის დამალვას ღრმად შინაგან ქვეცნობიერში ცდილობდა.