ბარსელონაში საქართველოს კონსულმა პაატა პაპუაშვილმა სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ფაქტების გავრცელების შემდეგ, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი განცხადებითაც მიმართა.
"მინდა გამოვხატო დიდი გულისტკივილი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი ადამიანთა მასობრივი წამების ფაქტების გამო და გავიზიარო საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება ამ მოვლენებთან დაკავშირებით.
ძალადობის მიმართ პროტესტისა და უფლებაშელახულ ადამიანთა სოლიდარობის ნიშნად, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას", - ნათქვამია პაატა პაპუაშვილის განცახდებაში.პაატა პაპუაშვილი საქართევლსო კონსულის პოსტზე მესამე წელია მუშაობს.