პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოში ათი ბოევიკი შემოიყვანეს, რომლის წარმოჩენაც პოლიტიკური კოალიციის დანაშაულებრივ ჯგუფად სურთ.
მისი განმარტებით, კოალიციას ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა და ამ წუთში ამაზე მეტს ვერაფერს იტყვის.
მისი თქმით, კოალიცია ეცდება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებასა და მედიას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.
„არ ვიცით რა გეგმა შეიძლება ჰქონდეთ ბოევიკებს. ერთი რამ ცხადია, ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ არეულობა „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის. ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდობიანად მივაღწიოთ გამარჯვებას. არეულობა და ბოევიკები იმას აწყობს, ვისაც არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში და გვინდა მხოლოდ სიმშვიდე, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.