სააკაშვილმა როლანდ ახალაია სცენაზეც კი არ აუშვა

სააკაშვილმა როლანდ ახალაია სცენაზეც კი არ აუშვა

 

 

ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ 22 სექტემბრის უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი აქციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას მხარდასაჭერად გაეშურა. თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, სააკაშვილის მცდელობა იგივე იყო, რაც საფლავის ქვის გვირგვინებით შემკობა.

ალბათ, ფორმალობა მოითხოვდა თორემ, როლანდ ახალაიას სააკაშვილი კი არა, სასწაულის გარდა რომ ვერაფერი გადაარჩენს, ეს ზუგდიდის აქციამ ხომ დაადასტურა და თავად მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაც ამის დასტური იყო.

როგორც ჩანს, სააკაშვილს, უკვე, იმდენად ესირცხვილება როლანდ ახალაიას გვერდით დგომა, რომ იგი სცენაზეც კი არ აუშავა.

ორი „ვაჟკაცის“ გამზრდელი მამა ახალაია, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ოპონენტს ეძახის, ჟურნალისტებს მუშტებს უქნევს და მეზობლების ზურგს ეფარება, დიდი ალბათობით, კულისებიდან ადევნებდა თვალს მისი ამღზევებლის (და შესაძლოა გამწირველის) გამოსვლას, რაც პირდაპირი გზავნილი უნდა იყოს იმისა, რომ ახალაიების პოლიტიკური მზე ესვენება.