პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ყოფილი სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის მზაობა, პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც, ის სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად დაინიშნა, მოულოდნელი და აუხსნელია.
ცისკარიშვილის განცხადებით, ტუღუშს პირადი გამოცდილება უნდა არწმუნებდეს, რომ სადიზმის გამავრცელებელი ხელისუფლებისთვის იგი ნულოვანი ფასეულობის მატარებელია.
„მან ყველაზე უკეთ იცის, როგორი იგნორირების საგანი იყო, ხელისუფლებისთვის წარდგენილი მისი ყველა დოკუმენტი. კერძოდ, პარლამენტისთვის. მისი კარიერის წარმატებულობის კუთხით, რაიმე ოპტიმიზმის მიზეზს ნამდვილად ვერ ვხედავ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მეორე საფრთხე, რაც არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტისთვის მთავარი საზრუნავი იყოს, რომ არჩევნების დღისთვის და შესაძლო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მომრავლების პირობებში, საქართველოს მოქმედი ომბუდსმენი არ ჰყავდეს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.