აქამდე საჯარო განცხადებისგან თავს ვიკავებდი რამდენადაც ეჭვს ვიტოვებდი, ხომ არ იყო ჩემი მისდამი დამოკიდებულება პირადულით ნაკარნახევი. თუმცა, მას მერე რაც ტუღუშმა არსებულ ვითარებაში „შიშველ მეფეზე“ გადაფარება იკისრა, თავს მოვალედ ვთვლი გარკვეული სიცხადე შევიტანო მის სახალხო დამცველობაში.
იგი არ ყოფილა კვალიფიციური და პრინციპული სახალხო დამცველი და ნურავინ ცდილობს ამის წარმოჩენას. კარგი ომბუდსმენობა ხალხის ინტერესების დაცვითი ნაბიჯების გადადგმაა და არა ისეთი ანგარიშების წერა, რომელიც არც მწვადს წვავს და არც შამფურს. ტუღუში როგორც სახალხო დამცველი ხელისუფლების მაამემლობის გამო კანონით განსაზღვრულ ელემენტარულ მოვალეობებს არ ასრულებდა, რომლის გამოისობითაც კომუნალური სფეროს მომხარებელთა უფლებების მასობრივ დარღვევებზე რეაგირება ვერ ხერხდება და რის გამოც პოლიტიკურ პარტიებს უწევთ ამ საკითხების წამოწევა.
კანონი სახალხო დამცველს ავალებს შეარჩიოს როგორც ენერგო ომბუდსმენი, ასევე კომუნიკაციების სფეროს ომბუდსმენი. არც ერთი ჰყავს უფლებადარღვეულ მომხარებლებს და არც მეორე სწორედ ტუღუშის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო.
ტელემედიის დაინტერესების შემთხვევაში მზად ვარ განვავრცო ტუღუშის სახალხო დამცველობის პერიოდში მისი პროფესიული ქცევის დეტალები.