ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს ულტიმატუმს უყენებენ. ისინი მიხეილ სააკაშვილს ბაჩო ახალაიას დასაპატიმრებლად 24-საათიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.
მათი განცხადებით, ეს აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ ახალაიას მიერ გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას, თუმცა აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ის უნდა დააპატიმრონ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ "ახალაია ციხეში!!!"