საპყრობილესთან შეკრებილი მშობლების გაღიზიანება გამოიწვია გლდანის #8 საპყრობილედან გამოსულმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 7 ავტომობილმა, რომელიც ციხის ტერიტორიას ტოვებდა.
მანქანებს წინ შეკრებილი მოქალაქეები გადაუდგნენ. მათ ქვები დაუშინეს და მანქანების შუშები ჩაუმსხვრიეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომობილებს, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რუსთავის ციხის საბადრაგოს უფროსს თემურ ქერდოყაშვილს.
მიუხედავად იმის, რომ თემურ ქერდოყაშვილი შეეცადა მოქალაქეებისთვის აეხსნა, რომ დღეს დილით გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში რუსთავის ციხიდან გადმოიყვანეს ორი ავადმყოფი პატიმარი, რომლებსაც უკან აბრუნებდნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომობილები კი ცარიელი იყო. პატიმრების ახლობლების აზრით, აღნიშნული ავტომობილებით პატიმრები გაჰყავდათ გლდანის ციხიდან, რაც გახდა მათი აგრესიის მიზეზი. ქერდოყაშვილს პატიმრის მშობლებმა სიტყვიერთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.