ცნობილი ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი მამა პირველად გახდა. გუშინ ლოს ანჟელესის, ერთ-ერთ, სამშობიაროში რობისა და მის მეუღლეს, მსახიობ აიდა ფილდს ქალიშვილი ეყოლათ. გოგონა 3,25 კილოგრამს იწონის. მშობლებმა მას სახელი თეოდორა როზა დაბადებამდე შეურჩიეს. მომღერალმა ადრევე აღნიშნა, რომ სურდა ბავშვისთვის რამე ტრადიციული სახელი დაერქმია და არა გამოგონილი, როგორც ამას სხვა ცნობილი ვარსკვლავები აკეთებენ.
ამჟამად 38 წლის რობი და მისი მეუღლე ბევერლი ჰილზზე ცხოვრობენ, თუმცა „ახალგამომცხვარ“ მამას უნდა ბავშვი ნამდვილ ბრიტანულ სულს ატარებდეს და მის გაზრდას სამშობლოში აპირებს.