„თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა“ უფლებადამცველის და ადვოკატის, ირმა ჭკადუას შვილი. ანრი ჯოხაძე პოლიტიკურ პატიმრად სცნო. ამის შესახებ ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებიდან გახდა ცნობილი.
მათი განცხადებით, 26 აგვისტოს სამართალდამცველებმა 21 წლის ანრი ჯოხაძე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ბრალდებით დააკავეს.
მათივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ანრი ჯოხაძის დაკავებას წინ უსწრებდა ტელეკომპანია ,,რეალ ტვ“-ს ეთერში გაკეთებეული კომენტარი, სადაც ის კოალიცია ,,ქართული ოცნების“ საპროტესტო აქციის შემდეგ ღიად აფიქსირებს პოზიციას და აცხადებს, რომ სურს დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება.
„სისხლის სამართლის საქმე ანრი ჯოხაძის წინააღმდეგ აღიძრა ოპერატიული ინფრომაციის საფუძველზე, რომ თითქოსდა საქართველოში გარკვეული დანაშაულებრივი ჯგუფი ამზადებს და ასაღებს ნარკოტიკულ ნივთიერება ,,სუბოტექსს“. ამ დრომდე მოცემული ჯგუფიდან მხოლოდ ერთი პირია დაკავებული იმ საფუძვლით, რომ მან სწორედ ზ/ა წესით დამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა. პოლიტიკურ საქმეებზე გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, ანრი ჯოხაძის პირად ჩხრეკას და ამოღებას, არ დასწრებიან დამოუკიდებელი დამსწრეები, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ჰლესინკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯოხაძე არასდროს ყოფილა შემჩნეული მსგავს ქმედებაში, არის სტუდენტი და გამოირჩევა სანიმუშო ყოფაქცევით ამიტომ მას პოლიტპატიმრად სცნობენ.
„თბილისის ჰელსინკის ჯგუფი“ მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკური პატიმრის ანრი ჯოხაძის საქმის გამოძიებაში და განახორციელონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ანრი ჯოხაძე პატიმრობიდან“, - განაცხადეს ჯგუფის წევრებმა.