„წითელ ხიდს“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – „წითელ ხიდს“ (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი ).
პრეზიდენტის ეს ბრძანებულება უკვე ძალაშია შესული.