ლოპოტას ხეობაში მომხდარმა მოვლენებმა ქართულ საზოგადოებაში და ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ქისტების წერილი გაავრცელა საქართველოს ხელისუფლებისადმი, სადაც ისინი არა ქართველი ხალხის, არამედ კონკრეტულად ხელისუფლების შურისძიება საუბრობენ დაღუპული 11 ქისტი და ჩეჩენის გამო. ექსპერტი რამაზ საყვარელიძის აზრით, ამ წერილშიც იგრძნობა ის, რომ ჩრდილოეთკავკასიელებს და ქისტებს არ სურთ ურთიერთობების გაფუჭება მათსა და ქართველ ხალხს შორის.
„დიდი შანსია იმის, რომ ისინი მოახერხებენ ამ ტრაგედიის გადახარშვას, რათა მათ არ დარჩეთ ქართული საზოგადოების მიმართ ხინჯი. ჩემის აზრით, ეს მოხერხდება იმ მხრივაც, თუ სწორი პოლიტიკა გაგრძელდება და ეს მხოლოდ ერთ პრეცენტდენტად დარჩება. თუ ასეთი შემთხვევა განმეორდა, მოხდება ამ დამოკიდებულის გადატანა ქართულ საზოგადოებაზეც. მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე ამის საშიშროებას ვერ ვხედავ“,-აცხადებს საყვარელიძე.