პარტია „თაისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მათი სტრატეგია ხელისუფლებისათვის გამარჯვების მილოცვა კი არა არამედ, ქუჩაში გამოსვლა და მასობრივი აქციების გამართვაა.
კუკავას თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ სისხლის დაღვრის შიშით ჩვენ არ გავჩერდებით.
„ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ მოწინავეს ფუნქცია. მთავარია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს გადაწყვეტილება, იბრძოლონ ბოლომდე და არ დათანხმდნენ ვიცე სპიკერების ან სხვა პოსტებს. ღმერთმა მომასწროს იმ დღეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მასობრივი აქციებით დაიცვას ხალხის არჩევანი“, - განაცხადა კუკავამ.
კუკავა აღნიშნავს, რომ ეს გზა რთულია, თუმცა ამბობს, რომ მსოფლიოში დღეს ავტორიტარული რეჟიმების დამხობა ქუჩის აქციებით ხდება.