საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კომუნალური გადასახადებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებები არარეალურია.
პრეზიდენტის თქმით, მსგავსი სატარიფო პოლიტიკა ცხოვრების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს და აღნიშნავს, რომ „ვისურვებდი, რომ უფასო იყოს, მაგრამ ასე არ ხდება“.
„ვინც იძახის, რომ ყველაფერი იქნება უფასო, ერთი პრობლემაა, რომ ხალხს არ ეუბნებიან ამის მეორე ნაწილს. თუ ყველაფერი უფასოა ელექტროენერგია, გაზი, შეიძლება ეს ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც მოვიდა. მე ვისურვებდი, რომ უფასო იყოს, მაგრამ ასე არ ხდება. ამიტომ არის ათასლარიანი ვაუჩერი. უფასო ვერ იქნება, მაგრამ ეს იმისთვის არის, რომ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები“, - განაცხადა სააკაშვილმა.