"ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე სვანიძის ქუჩის ამომრჩეველს შეხვდა. ძირითადი პრობლემა, რაც ამ ქუჩის მაცხოვრებლებმა დეპუტატობის კანდიდატს დაუსახელეს, ქვეყანაში გამეფებული უსამართლობაა. გარდა ამისა, მოსახლეობამ აღნიშნა, რომ საარჩევნო სიები გაბერილია დ აგაყალბებული.
შავგულიძე მათ დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საარჩევნო ბლოკის პრიორიტეტი ქვეყანაში სამართლის დამყარება იქნება და აღნიშნა, რომ სამართლიანობაზე დამყარებული ხელისუფლება ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს მშენებლობის საფუძველი გახდება.
„რაც შეეხება გაყალბებულ სიებს, ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, 1-ელ ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს დაზუსტებული სია დახვდება. ამას მოწმობს გრძელვადიანი უცხოელი დამკვირვებლების ინტენსიური თანამშრომლობაც ოპოზიციურ ძალებთან", - მიმართა ამომრჩეველს შალვა შავგულიძემ.
გამარჯვების შემთხვევაში, შალვა შავგულიძე ამომრჩეველს, პირველ რიგში სამართლის დამყარებას და შემდგომ ყველა პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.