სააგენტოების მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლიბიის ქალაქ ბენღაზში ამერიკის საელჩოზე თავდასხმისას გარდაიცვალა საელჩოს ერთი თანამშრომელი და დაიჭრა 2, დანარჩენებმა საელჩოს დატოვება მოასწრეს.
BBC-ის ინფორმაციით, ბენღაზში მოკლულია ამერიკის ელჩი ქრისტოფერ სტივენსი და საკონსულოს კიდევ 3 თანამშრომელი.
კადაფის მომხრეებმა 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკაშირებით გუშინ ამერიკაში გამოსული ფილმი „ისლამის უცოდველობა“ მუჰამედისა და მუსლიმანური რელიგიის შეურაცხყოფად მიჩნიეს, გვიან ღამით თავს დაესხნენ ლიბიაში ამერიკის საელჩოს, გახსნენ ცეცხლი და შემდეგ შენობას ცეცხლი წაუკიდეს.