პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განაცხადებით, წინასაარჩევნოდ საქართველოში პოლიტიკური სპექტრის პოლარიზება ის ძირითადი საკითხია, რომელიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას აწუხებს. ამის შესახებ მან დღეს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, დელეგაციის წევრებს აინტერესებდათ ყველაფერი, რაც წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნებისთვის მზადებას ეხება.
„პოლარიზაცია ბევრი პრობლემის საფუძველია და ყველას მოეხსენება საიდან მომდინარეობს საარჩევნო პროცესის პოლარიზაცია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ეს შემცირებულიყო, თუმცა, ბოლო რვა თვის განმავლობაში, ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევ ღრმად პოლარიზებულია და არა ჩვენი მიზეზით“ - განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია ერთ-ერთი იქნება იმ სადამკვირვებლო მისიებიდან, რომლებიც ობიექტურ და ყოვლისმომცველ შეფასებას გააკეთებენ.