„ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდეს“, - ეს განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
ამასთან, პაეტის თქმით, თავისუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და მნიშვნელოვანია, რომ პროცესებს ყველა პოლიტიკური ძალა პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
„ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დადგენილი შედეგები ყველა მათგანმა აღიაროს. ესტონეთი იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდად ჩაივლის და არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად ყველა პირობა იარსებებს. “ - განაცხადა მან.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება ახალი პარლამენტი, რომელიც ხალხის ნების გათვალისწინებით დაკომპლექტება და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ არჩევანი იმის მიხედვით უნდა გააკეთოს, თუ რა სჭირდება დღეს მის ქვეყანას.