„პრეზიდენტო ნუ ხარ ავი“ - აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

„პრეზიდენტო ნუ ხარ ავი“ - აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სიძულვილის ენაზე უარის, მაპროვოცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეკავებისკენ მოუწოდებენ.  

ამის შესახებ ცაგურიამ პრეზიდენტის რეზიდენციასთან განაცხადა, სადაც აქცია გამართა სახელწოდებით „პრეზიდენტო ნუ ხარ ავი“.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, ზოგადად ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის, განსაკუთრებით კი პრეზიდენტის მხრიდან ოპონენტების მიმართ, ნათქვამი ყველა გამომწვევი და შეურაცხმყოფელი სიტყვა პირდაპირ გავლენას ახდენს მის ამომრჩეველზე, სიძულვილის ენა შობს შემდგომ აგრესიას და ამის მაგალითები წინასაარჩევნოდ საკმაოდ გახშირდა.

„მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად საზოგადოების წარმომადგენლებს ერთმანეთთან ღიად აპირისპირებს და ცდილობს, მოსახლეობის ემოციებით მანიპულირებას. მის ამ განზრახვას საქართველოს მოქალაქეები სიმშვიდით უნდა დავუპირისპირდეთ და არ მივცეთ ავტორიტარ მმართველს ქვეყანაში კონფლიქტის ესკალაციის საშუალება“ - განაცხადა ცაგურიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილი ყოველი ასეთი აგრესიული გამოსვლისას პრაქტიკულად ხელ-ფეხს უხსნის ძალადობას და დაუსჯელობის განცდას უქმნის სხვადასხვა „ზონდერ დაჯგუფებების“ წარმომადგენლებს. 

 

დაჩი ცაგურიამ ერთ-ერთ ასეთ მაგალითად კარალეთის ინციდენტი დაასახელა, რა დროსაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ქვები ესროლეს. მისი თქმით, ამ ძალადობის მიზეზი ხდება სწორედ პრეზიდენტის ისეთი გამონათქვამები, როგორებიცაა "მოღალატეები", "ჩარეცხილები", "აგენტები", რაც წინასაარჩევნო კამპანიის