ნიდერლანდებში ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები იმართება. არჩევნები ევროკავშირის კრიზისის და ნიდერლანდელების უკმაყოფილების ფონზე მიმდინარეობს. ბევრი მოქლაქე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ სამხრეთელი მეზობლების გამო ქამრების შემოჭერა უწევთ. ამ განწყობამ არ არის გამორიცხული, არჩევნების შედეგებზეც იმოქმედოს.
არჩევნებში ერთ-ერთ ფავორიტს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის სახალხო პარტია წარმოადგენს, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერი მარკ რიუტე ხელმძღვანელობს. ის ევროკავშირის ქვეყნებისადმი დახმარების შემცირების მოთხოვნით გამოდის. მათ მთავარ მოწინააღმდეგეს შრომის პარტია და მისი ლიდერი დიდერიკ სამსომომი. ის ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის თანხების ჩადების მომხრეა.
წინასწარი მონაცემები დღეს საღამოს გახდება ცნობილი. საარჩევნო კომისია კი საბოლოო შედეგებს 17 სექტემბერს გამოაქვეყნებს.