საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, Dior-ის მოდის სახლის ყოფილი დირექტორი ჯონ გალიანო მორალურად არ დაცემულა. ექსტრავაგანტულმა დიზაინერმა ყოველთვის იცის საითკენ მიმართოს დუღალავი ენერგია. რომლის დახარჯვაც ამჯერად Vionnet-ისთვის მოუწევს. მსოფლიოში ცნობილმა ბიზნეს ლედიმ გოგა აშკენაზიმ მას ახალი სამსახური, სწორედ ამ მოდის სახლში შესთავაზა.
2012 წლის ივლისში გოგა ამ იტალური მოდის სახლის Vionnet-ის თანამფლობელი, აქციების 65% -ით გახდა. მისი აზრით, Vionnet-ის ახალ სიცოცხლეს, ისე კარგად ვერავინ აჩუქებს, როგორც ამის გაკეთება ჯონ გალიანოს შეუძლია. „ის ყველაზე საჭირო და საიმედო ადამიანია ჩვენთვის“-ამბობს ქალბატონი.
მომხიბლავი, ახალგაზრდა და ბიზნესში წარმატებული ქალი გოგა აშკენაზი, ყაზახეთში დაბადებული მილიარდერია, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ოლიგარქების, ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების წრეში ტრიალებს. აშკენაზი თავის სამრეწველო იმპერიასლონდონიდან მართავს.
რაც შეეხება, Christian Dior-ის ყოფილ არტ-დირექტორს ჯონ გალიანოს, საპატიო ლეგიონის ორდენი გავისტოში ჩამოართვეს.
გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, გალიანოს ანტისემიტური განხადებების გამო მიიღო. კერძოდ, სკანდალი დიზაინერის გარშემო მას შემდეგ აგორდა, რაც გასული წლის თებერვალში გალიანომ პარიზის ერთ–ერთ პრესტიჟულ კაფეში უცნობ წყვილს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც წყვილმა მას უჩივლა და ანტისემიტიზმსა და ხულიგნობაში დაადანაშაულა.
დიზაინერი ანტისემიტიზმის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა. სასამართლომ გალიანოს ექვსი ათასი ევროს ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულმა ბრალდებამ გალიანო მსოფლიო მოდის სამყაროში რეპუტაცია სერიოზულად შეურყია. 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ სამოდელო სახლმა „Dior“ გალიანოს კონტრაქტი გაუწყვიტა.
საპატიო ლეგიონის ორდენი - საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც მოდელიერს მინიჭებული ჰქონდა 2009 წელს, წინამორბედი პრეზიდენტისაგან.