BBC-ის ინფორმაციით, ყარაჩში ტექსტილის ფაბრიკაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. მართალია, ადგილზე 40 სახანძრო რაზმი მუშაობს, მაგრამ ხანძარს, რომელიც 17 საათია გრძელდება, ჯერჯერობით ვერ აქრობენ.
სააგენტოს ინფოემაციით, შენობაში ჯერ კიდევ რჩება 1600 ადმიანი. ფაბრიკაში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომენი, შენობას არ აქვს მეორე სათადარიგო გასასვლელი, ფაბრიკის ფანჯრებს კი რკინის ცხაურები აქვს.
დამკვირვებელთა განცხადებით, ეს არის ბოლო წლების ყველაზე დიდი საწარმოო ხანძარი.