კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, თითქოს შვედეთის მთავარმა დიპლომატმა საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციური ძალები აქციების უშედეგობაზე გააფრთხილა.
ივანიშვილის განმარტებით, ბილდტის განცხადებასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ფორმულირებას ჯერჯერობით არ გაცნობია და აღნიშნულთან დაკავშირებით ანალიზს მოგვიანებით გააკეთებს.
„შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი ჩვენთან შეხვედრაზე მხოლოდ იმით დაინტერესდა, ვაპირებდით თუ არა ქუჩის აქციებისთვის მიმართვას. მე ავუხსენი და დარწმუნებული ვარ, მან კარგად გააცნობიერა, რომ არაფერი მსგავსი არ იგეგმება. მე ვუთხარი, რომ ხელისუფლება ცდილობს სიცრუის დანერგვას", - დასძინა ივანიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარლ ბილდტის მოწოდებას ქართული ოპოზიციისადმი "უცნაურად" მიიჩნევს, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.
მისი ვერსიით, ქართული ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობაზე კარლ ბილდტმა საქართველოში ვიზიტისას გააფრთხილა.