სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციას წინასაარჩევნო პერიოდში ომბუდსმენის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის შემდეგ გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დელეგაციას აინტერსებდა რა სახის დარვევებს ჰქონდა ადგილი წინასააარჩევნო პერიოდში, მაისიდან დღემდე.
ტუღუშის თქმით, მათ აინტერესებდათ გენერალური აუდიტორიის სამსახურის შესახებ და დაყადაღებული თეფშებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის პოზიცია.
„ძირითადში საუბარი მიმდინარეობდა იმ საკითხებზე რომელიც მიბმულია წინასაარჩევნო პერიოდთან. წარსულში ჩვენ ვსაუბრობდით ზოგადად ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე დღეს კი კონკრეტული მიმართულებები იქნა მათთან განხილული“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
მისივე თქმით, დელეგაციის წევრები ასევე დაინტერესდნენ ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხით და იყო თუ არა ომბუდსმენის ოფისში საჩივრები ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან, რომელებიც პოლიციაში ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდნენ.
„წინასაარჩევნო პერიოდში ომბუდსმენის აპარატში საქმე იმატებს. ერთ–ერთი არის დაჯარიმებების თემა და პოლიტიკური ფინანსები“, – აღნიშნა ტუღუშმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. მათ დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები აქვთ დაგეგმილი.