„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დღეს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. კვლევა პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, ანგარიშში განხილულია არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის საკითხები 2011 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2012 წლის 1-ელი აგვისტომდე.
„კერძოდ, დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს სამართლებრივი და ინსტიტუციური რესურსების საარჩევნო და პოლიტიკური მიზნით გამოყენების შემთხვევები. ამასთანავე, განხილულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ზეწოლისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
პრეზენტაცია დღეს 13:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება.