ბაგრატის ტაძრის კურთხევას კოალიცია „ქართული ოცნების“ წამომადგენლებიც დაესწრებიან. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კოალიციის წევრები ბაგრატის ტაძრის კურთხევის ცერემონიაზე აუცილებლად მივლენ.
„ჩვენ მოვისმინეთ პატრიარქის მოწოდება და ვფიქრობთ იმაზე,თუ როგორი შემადგენლობით წავალთ, იქ აუცილებლად იქნებიან ჩვენი კოალიციის წარმომადგენლები“-განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მრევლი და სრულიად საქართველო ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე, იქ დაგეგმილ წირვა-ლოცვაზე დასასწრებად მიიწვია.