პაკისტანის ქალაქ ყარაჩში, ტექსტილის ფაბრიკაში მომხდარი ხანძრის შედეგად, 61 ადამიანია გარდაცვლილი.
მიუხედავად იმის, რომ ადგილზე მეხანძრეთა 15 ბრიგადა მუშაობს, ხანძრის ჩაქრობას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ქარხნის შიგნით ჯერ კიდევ იმყოფება ბევრი მუშა, მათ შორის ქალები და ბავშვები, ისინი გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ.
როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ფაბრიკას არ აქვს სათანადოდ დაცული უსაფრთხოების ზომები, არ არის სათადარიგო გასასვლელი. არიან მოწმეები, თუ როგორ ხტებოდა ათეულობით ადამიანი ფაბრიკის სახურავიდან, რათა თავი გადაერჩინა.
სულ ცოტა ხნის წინ, პაკისტანის კიდევ ერთ ფაბრიკაში ხანძარი, რომლის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, უამრავმა ადამიანმა მიიღო დამწვრობა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იმყოფებიან, მიმდინარეობს გამოძიება.