ევროკაშვირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონმა საქართველოსთან დაკავშირებით დაკავშირებით ევროპარლამენტში ისაუბრა, სადაც საქართველო ევროკავშირისთვის სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა.
ეშტონმა ყოველდღიურ ანგარიშში წარმოადგინა და აქცენტი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა.
„რეგიონს, განსაკუთრებით საქართველოს, არჩევნებთან დაკავშირებით ყურადღებით ვაკვირდებით. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ სააკაშვილს შევხვდი. კონკრეტული მესიჯები გავუგზავნე ოპოზიციასაც. ნათლად ჩამოვაყალიბეთ, რომ გვინდა კარგი საარჩევნო პროცესი. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სათანადოდ ჩაივლის“ - განაცხადა ეშტონმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს გაგზავნის.
მისივე თქმით, ევროკავშირი პოლიტიკურ მხარდაჭერასაც უზრუნველყოფს, რათა დარწმუნდნენ, რომ ქვეყნის მომავალი გარანტირებულია.