ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია საქართველოში ვიზიტის შეფასებას დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე აპირებს.
დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს 10 სექტემბრიდან მართავს. დელეგაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.