ამ წუთებში კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაციას ხვდებიან.
მას კოალიციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, კახა კალაძე და თეა წულუკიანი ესწრებიან.
შეხვედრის დაწყების წინ ლიდერებს კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუმცა არსებული ცნობით, საუბარი წინსაარჩევნო ვითარებას შეეხება. ამასთან "ქართული ოცნების" ლიდერები მონიტორინგის მისიას წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში მიმდინარეობს.
ევროპის საბჭოს წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაცია შეხვედრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან გამართავს, 19:30 საათზე კი ვიზიტის შედეგებს პარლამენტში სპეციალურ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს