შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. 85459.15 ლარის ღირებულების 40844.28 გრ. ვერცხლის სამკაულები თურქეთის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფი"-ს გამოვლით ორგანიზებული ჯგუფის წევრებს სამგზავრო ავტობუსით შემოჰქონდათ. გატარებული ღონისძიებების შედაგად დაკავებულები არიან ორგანიზებული ჯგუფის წევრები - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნაზიმ რუფად რაიფის ძე კოპუკი, საქართელოს მოქალაქეები - ერვანდ ივანეს ძე მნაცაკანოვი, ალისა სანასარის ასული მნაცაკანოვა, ალექსანდრე ელგუჯას ძე გაბროშვილი, ინგა გიგლას ასული ჭანტურია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეექვსე ნაწილით“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.