საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ლიტველ კოლეგას არტურას მელიანასს შეხვდა.
შეხვედრას მინისტრების მოადგილეები და დეპარტამენტების დირექტორები ესწრებოდნენ. მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტოში მიმდინარე რეფორმებზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე დასაქართველოს შსს-სა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის დამყარების პროცესის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ლიტვასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ლიტვის დელეგაცია საქართველოში 9 სექტემბერს ჩამოვიდა. მათ შეხვედრები გამართეს შსს აკადემიაში, ასევე გაეცნენ 112 - ის მუშაობას. არტურას მელიანასი საქართველოს ხვალ დატოვებს.