2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით, ალ-ქაიდას ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერმა აიმან აზ-ზახარმა ოფიციალურად დაადასტურა „ალ-ქაიდას“ იერარქიით მეორე ლიდერის აბუ იაჰ ალ-ლიბის სიკვდილი, რომლის ლიკვიდაციის შესახებაც ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ივნისში აცხადებდა.
„მე სიამაყით ვაცხადებ მუსულმანების გონებისთვის და მოჯაჰედებისთვის ლიბიის ლომის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ“,-განაცხადა ზაჰარმა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდოჩანაწერის გავრცელების შემდეგ.
აბუ იაჰ ალ-ლიბი პაკისტანთან ახლოს უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა. ალ-ლიბი იმ ტერორისტების კოორდინაციაზე იყო პასუხისმგებელი, რომლებიც პაკისტანისა და ავღნაეთის საზღვრებთან მოძრაობდნენ.