მანანა არჩვაძე- გამსახურდია ცოტნე გამსახურდიას რუსთავის მე-17 საპყრობილედან საავადმყოფოში სასწრაფო გადაყვანას ითხოვს.
მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადებით მისი შვილი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.იგი ნდობას არ უცხადებს სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებას და შვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კატეგორიული წინააღმდეგია.
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის ქეთი ბექაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას თავი აქვს გახეთქილი და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღინიშნება.
„ყველამ ერთიანად ხმა უნდა ამივიღოთ და დავჭექოთ. მოვითხოვ, გადაიყვანონ ქალაქის საავადმყოფოში და უმკურნალონ ისე, რა შესაძლებლობებიც გააჩნიათ. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ცოტნე გამსახურდია დააბრუნონ იქ, სადაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. პატიმრები იქიდან მხოლოდ ნაცემები, ნაგვემები და დაავადებულები გამოჰყავთ“,-აცხადებს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.