„ახალი მემარჯვენეების" სააგიტაციო ავტობუსი კასპში შევიდა, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვდრა კასპის ცენტრში შედგა.
შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, დავით გამყრელიძე, ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ციხისთავი ესწრებოდნენ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრამ ცხადყო, რომ კასპელებს, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოს, ცვლილებების დიდი სურვილი და მოლოდინი აქვთ.
„მათ უნდათ, რომ არჩევნებით არსებული მდგომარეობა შეიცვალოს, მაგრამ შეიცვალოს რყევებისა და სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე, რომ საკუთარი შრომით შეძლონ ნორმალურად ცხოვრება და მათ ოჯახებს ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი“, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
„ახალი მემარჯვენეების" სააგიტაციო ავტობუსის