35 წლის ფრანგ ქალბატონს, რომელიც ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს უჭერს მხარს და რომელიც თბერვალ-მარტის თვეში საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის მუქარის წერილებს უგზავნიდა და სიკვდილით ემუქრებოდა, საფრანგეთის სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გასულ კვირას ქალბატონმა, რომელიც ლილის საპატიმროში იხდის სასჯელს, ციხის თანამშრომელს დანით სხეულის დაზიანება მიაყენა, ამ ფაქტისთვის სასამართლომ განსასჯელს კიდევ ერთი წელი დაუმატა.