"თავისუფალი საქართველოს" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ თბილისში მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობების გამოკვლევა იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "თავისუფალი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლადო ბულბულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სულ გამოიკითხა 720 რესპონდენტი.გამოკითხვა კი თბილისის მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში პირდაპირი ინტერვიუს პრინციპით ჩატარდა.
„კითხვაზე - უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას - გამოკითხულთა 53,5% პროცენტი ამბობს რომ მხარს უჭერს, 32,5% -წინააღმდეგია, ხოლო 14%-ს პოზიცია არ აქვს;
გამოკითხულთა 32,9% მიიჩნევს, რომ ოპოზიციას მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეს. 32%, - წინააღმდეგია, 16% აცხადებს, რომ ყველა პარტიამ უნდა მოხსნას თავისი კანდიდატი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ხოლო 18,1 %-ს პასუხი არ აქვს;
კითხვაზე -ი მ შემთხვევაში თუ საპარლამენტო არჩევნებში ჯამში ხმათა 30-40% მიიღო, რა უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ? - გამოკითხულთა უმრავლესობა (43,6%) ამბობს, რომ უნდა დაიწყოს რადიკალური პროტესტი, 29,2% მიიჩნევს, რომ უნდა შევიდეს პარლამენტში, ხოლო 27,2%-ს პასუხი არ აქვს“, - განაცხადა ბულბულაშვილმა.
რაც შეეხება პარტიათა რეიტინგს, ლადო ბულბულაშვილის ინფორმაციით, პირველ ადგილზე 36,2%-ით "ქართული ოცნებაა", 25% - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 22,6% - "თავისუფალი საქართველო", "ქდმ"-7,9%, "ლეიბორისტული პარტია"-4,3%, "ახალი მემარჯვენეები"-1,3%", დანარჩენი პარტიები-2,7%;
რაც შეეხება მაჟორიტარებს, ბულბულაშვილის ცნობით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში 50,7%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი ზაზა პაპუაშვლი ლიდერობს; "ნაციონალური მოძრაობის" წევრ არჩილ გეგენავას კი - 33,3% აქვს;
ვაკის საარჩევნო ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი კარბელაშვილი - 39,1%-ით ლიდერობს, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატ შალვა შავგულიძეს 31,9% აქვს;
საბურთალოს საარჩევნო ოლქი: ქართული ოცნების" კანდიდატი დავით უსუფაშვილი - 32,4%‚ "ნაციონალური მოძრაობიდან" ანდრია ურუშაძე-22,1%;
კრწანისის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი შოთა ხაბარელი 44%-ით ლიდერობს, მეორე პოზიციაზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით საყვარელიძე-36%;
ისნის საარჩევნო ოლქი: "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატი გელა კეტაშვილი 43,1%, ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ქანთარია-20,85%;
სამგორის საარჩევნო ოლქში ‚ქართული ოცნების" კანდიდატი ზურაბ აბაშიძე 51,4%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატი ალექსანდრე შალამბერიძე 27,1%-ით;
ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ლიდერობს "ქართული ოცნების" კანდიდატი ვიქტორ დოლიძე 35,7%-ით, ხოლო მეორე პოზიციაზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ანდრო ალავიძე-28,6%-თ;
დიდუბის საარჩევნო ოლქი-ლიდერობს "ქართული ოცნების" კანდიდატი, ვახტანგ ხმალაძე 48,8%-ით, მეორე ადგილზეა "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე-21,3%;
ნაძალადევის საარჩევნო ოლქი -ლიდერია "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მერაბ სამადაშვილი, 36,8%, "ქართული ოცნების" კანდიდატი თეა წულკიანი კი მეორე პოზიციაზეა 28,9%-ით;
გლდანის საარჩევნო ოლქი - სოსო ჯაჭვლიანი-39,2%, ხოლო მეორე ადგილზეა "თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიმი გაბრიჩიძე-25,7%-ით.
როგორც "თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა, თენგიზ ომანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა საშუალება ჩართული ყოფილიყო გამოკითხვის პროცესში.
კვლევას ყველა ეტაპზე მონიტორინგს "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი" უწევდა, რომლის თავმჯდომარეა კახა კახიაშვილი.