საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები და საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ახალ პროექტს იწყებენ სახელწოდებით „ახალი თაობა სამართლიანი არჩევნებისათვის“.
პროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო კულტურის და უნარ-ჩვევების მიწოდებას ახალგაზრდებისათვის, მათ ინფორმირებას ძირითად საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და მათი პოლიტიკური პროცესების მართვაში ჩართულობის გაზრდას. „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის" (FLEX) კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში შერჩეული 40 ახალგაზრდა, რომელიც წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მოისმენს სემინარებს შემდეგ თემებზე: ხელისუფლების ტიპები, პოლიტიკური იდეოლოგიები, ქვეყანაში არსებული საარჩევნო სისტემები, საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაცია, სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა და ა.შ. პროექტი ასევე არჩევნების სიმულაციას და მის ფარგლებში დაგეგმილ სხვა სახის პრაქტიკულ ღონისძიებებს მოიცავს.
პროექტში ყველა მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა.