ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანიაში აქტიურადაა ჩაბმული. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა ის ფლორიდაში სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და იქვე მდებარე პიცერია "Big Apple Pizza"-შიც შევიდა.
ქვეყნის პირველი პირის სტუმრობამ ბარის მეპატრონე ზედმეტად გაახარა. მეგობრული მისალმების შემდეგ სკოტ ვან დუზერმა პრეზიდენტი ჯერ გულში ჩაიკრა, ხოლო შემდეგ ხელში აიტაცა.