2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკაშვირებით, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რესპუბლიკელთა კანდიდატმა მით რომნიმ მიიღეს გადაწყვეტილება, დღევანდელ დღეს წინასაარჩევნო მარათონი შეეჩერებინათ და ამომრჩევლისთვის სიტყვით არ მიემართათ.
მათ ასევე მოუწოდეს ამომრჩეველს, არ ჩაებან არანაირ დებატებში და პატივი სცენ 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას.
დღეს მედიის მთავარი თემა არა კანდიდატთა გამოსვლები, არამედ 11 სექტემბრის ტერაქტების კადრები იქნება.
ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს სამინისტრო მასშტაბურ პროგრამას გამართავს-11 სექტემბრის ტერაქტის მონაწილე 70 000 პოლიციელს, მეხანძრესა და მაშველს უფასო სამედიცინო კონსულტაცია ჩაუტარდებათ. ბევრ მათგანს ტერაქტის შემდეგ კიბოს 50-მდე სახეობა და პოსტტრამვული სინდრომი აღმოაჩნდა.