დღეს, თბილისში ცნობილი ბალკანელი მუსიკოსისა და კომპოზიტორის გორან ბრეგოვიჩის რიგით მესამე კონცერტი გაიმართება. კონცერტის სახელწოდებაა „შამპანური ბოშებს“. ის თბილისის ძველ უბანში, მეიდანზე ჩატარდება.
კომპოზიტორმა მოღვაწეობა დაიწყო და სახელი გაითქვა როკ ჯგუფში "ბიჟელო დუგმე"(როგორც გიტარისტმა). ჯგუფში ბოსნიის სამი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული: მუსულმანები, ხორვატები და სერბები. საერთაშორისო მასშტაბით მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები ემირ კუსტურიცას ფილმებს უკავშირდება.
დღეს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გორან ბრეგოვიჩი დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მუსიკოსი 9 კაციან ბენდთან ერთად, საათნახევრიან პროგრამას მეიდანზე 20:00 საათზე დაიწყებს, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.