დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმა „უცხოელი აგენტებისადმი“-არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ჯარიმების დაწესების ზღვარს განიხილავს.
ამ ზაფხულს მიღებული კანონის თანახმად, საერთაშორისო ორგანიზაცია და მისი თანამშრომლები, რომელსაც ხელისუფლება „უცხოელ აგენტად“ ჩათვლის, დაჯარიმდებიან თუ იუსტიციის სამინისტროში ხელისუფლების მიერ მოთხოვნის შესაბამის დოკუმენტაციას არ წარადგენენ. „კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ“ ვლადიმერ პუტინმა 21 ივლისს მოაწერა ხელი. არასამთავრობოებმა დოკუმენტი საზღვარგარეთიდან დაფინანსების შესახებ თვეში რამდენჯერმე უნდა წარადგინონ.
იუსტიციის სამინისტროში დოკუმენტაციის არ წარდგენის შემთხვევაში, პროექტის ავტორები 3-5 000 რუბლით, ხელმძღვანელები 30-50 000 რუბლით, ხოლო ორგანიზაცია 500 000-1 000 0000 რუბლით დაჯარიმდება.
რუსმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამერიკას და ევროპის ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართეს, მათ სთხოვეს რუსეთის ხელისუფლებისთვის გადმოეგზავნათ დოკუმენტაცია, რომელშიც დადასტურებული იქნებოდა, რომ დასავლეთი მათ აფინანსებს როგორც ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს და არა როგორც „საზღვარგარეთის აგენტებს“. რუსეთის ჰელსკინკის ჯგუფის ხელმძღვანელის ლიუდმილა ალექსეევას განცხადებით, „ისინი არ აპირებენ თვითნებურად მიიწებონ „აგენტის იარლიყი“.