კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, დავით ზურაბიშვილის აზრით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების ხშირი სტუმრობა საქართველოში, მათ პირისპირ შეხვედრები კოალიციის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დასავლეთის-ვაშინგტონის თუ ამერიკის წარმომადგენლების ხშირი ვიზიტები საქართველოში მიანიშნებს კი არა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სტანდარტი არჩევნების დემოკრატიულად შეფასებისა, იქნება განსხვავებული, მეტად მიახლოებული დასავლეთის სტანდარტებთან.
„ეს მიანიშნებს აგრეთვე იმაზე, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ მჭიდრო კონტაქტებში იმყოფება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენ ვაწვდით ვაწვდით მათ ყველანაირ ინფორმაციას.
რაც შეეხება იმას, რამდენად დაიცავს საერთაშორისო დამკვირვებლების ხშირი ვიზიტები და გაძლიერებული ყურადღება საქართველოში არჩევნებისადმი ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბებას, მინდა ავღნიშნო, თვითონ ჩვენ საქართველოში, უკეთესად ვართ მომზადებულნი იმისთვის, რომ ხელისუფლების გაყალბების ტექნოლოგიების თავიდან აცილება შევძლოთ, დავიცვათ ჩვენი არჩევანი. ჩვენს ყველა ამომრჩეველს დეტალურ ინსტრუქციას მივაწვდით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, რადგან ახლა აღარ არის დრო, როდესაც ხელისუფლება რასაც უნდა იმას გააკეთებს და მერე ამაზე ყველა ხელს მოუწერს“,-აცხადებს დავით ზურაბიშვილი.