რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის მიერ საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებას უცნაურად აფასებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა
მისი აზრით, განცხადება დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მოქალაქეთა რეაქციის შეზღუდვის მცდელობაა.
„ეს სიტყვები უცნაურად ისმის იმ მინისტრისგან, რომელიც ცნობილია, როგორც "არაბული რევოლუციის" მხარდამჭერი. ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას. მცდელობა, აპრიორი შეიზღუდოს რეაქცია არჩევნებში დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე, სულ მცირე, შვედი მინისტრის შეხედულებების არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.
ლუკაშევიჩის თქმით, უახლოეს დღეებში ბილდტი მოსკოვს ეწვევა.
,,უახლოეს დღეებში ის მოსკოვში ჩამოვა და ჩვენ დავინტერესდებით, რას ემსახურება მისი შერჩევითი წინააღმდეგობა ადამიანთა უფლებებისა და თვითგამოხატვისადმი”-აცხადებს ლუკაშევიჩი.